მეგან მარკლმა პრინცი ფილიპის დასაფლავებაზე ემოციური სახსოვარი გაგზავნა

მეგან მარკლმა პრინცი ფილიპის დასაფლავებაზე ემოციური სახსოვარი გაგზავნა

17 აპრილს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პრინც ფილიპთან დამშვიდობების ცერემონია შედგა, რომელსაც სამეფო ოჯახის თითქმის ყველა წევრი ესწრებოდა, მათ შორის რა თქმა უნდა იყვნენ პრინცები – უილიამი და ჰარი ქეით მიდლტონსა და დედოფალთან ერთად.

დედოფალმა დაკრძალვისთვის მხოლოდ და მხოლოდ 30 ადამიანის დაპატიჟება შეძლო, თავდაპირველად 800 ადამიანის შეკრება იგეგმებოდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება Covid-ის საფრთხის გამო უარყვეს.

თუმცაღა, ორსულობის გამო, ადგილზე არ იმყოფებოდა მეგან მარკლი, რომელსაც პირადმა ექიმმა მგზავრობისგან თავის შეკავება სთხოვა. შესაბამისად, ჰერცოგონიამ მასშტაბურ ცერემონიას პირდაპირი ეთერის მეშვეობით ადევნა თვალი.

გარდა ამისა, მან მეუღლეს ბაბუის დასაფლავებისთვის ყვავილების გვირგვინიც გაატანა, რომელიც  წყვილმა მათ საყვარელ ფლორისტს – უილოუ ქლოსლის შეაკვრევინა და მასთან ერთად საკუთარი ხელით დაწერილი გამოსამშვიდობებელი წერილიც გამოატანა მეუღლეს.