ბრიტნი სპირსი ფანებს არწმუნებს, რომ ძალიან ბედნიერია

ბრიტნი სპირსი ფანებს არწმუნებს, რომ ძალიან ბედნიერია

ბრიტნი სპირსი გულშემატკივრებს აცნობებს, რომ თავს კარგად გრძნობს და მეურვეების გაუქმების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს.

პოპვარსკვლავმა თავის Instagram-ზე ფანების მიერ ხშირად დასმულ შეკითხვებს უპასუხა და თავის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც ისაუბრა.

"შემდეგი კითხვაა, ვარ თუ არა კარგად? დიახ კარგად ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ, ლამაზი სახლი მაქვს, ლამაზი ბავშვები. ახლა ვისვენებ და სიამოვნებას ვიღებ", — განაცხადა მომღერალმა.

დიდი ხნის განმავლობაში, ფანები განიცდიდნენ ბრიტნი სპირსის მდგომარეობას. ამას თან დაერთო New York Times-ის დოკუმენტური ფილმი, Framing Britney Spears, რომელიც გვიყვება ისტორიას ბრიტნი სპირსის კარიერაზე და გვაძლევს ინფორმაციას მამამისის მიერ მასზე მეურვეობის მოპოვების შესახებ.

ბრიტნის მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც დაუსვეს შეკითხვები. ფანებს აინტერესებდათ, თუ გრძნობს თავბრუსხვევას ცეკვის შემდეგ.

"დიახ, თავბრუ ძალიან მეხვევა, მაგრამ მოცეკვავე ვარ, სანამ ტრიალის დროს ვახერხებ ერთ წერტილზე კონცენტრირებას, ისე ძალიანაც არ მეხვევა", — პასუხებს სპირსი.

მან აგრეთვე ისაუბრა წითელ მაცივარზე, რომლის ფოტოებიც მომღერალმა მარტის ბოლოს გააზიარა და თქვა, რომ ის უბრალოდ მოსწონდა და ფოტოები სწორედ ამიტომ დადო.

მომღერლის თქმით, ეს ვიდეო მანამდე ჩაწერა, სანამ თავის შეყვარებულთან ერთად მალიბუში, საჯაროდ გამოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა რომ იგი ცდილობდა დამალვას, პაპარაცებმა მისი ამოცნობა მაინც მოახერხეს.