პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა მასთან ერთად კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა

პაემანზე მისულმა კაცმა აღმოაჩინა, რომ ქალმა კიდევ 16 ადამიანი დაპატიჟა, ისე რომ მას ამის შესახებ არაფერი უთხრა. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კაცმა შეხვედრაზე გადაღებული ვიდეო TikTok-ზე გამოაქვეყნა. ის განმარტავს, რომ ქალი აპლიკაცია Hinge-ის დახმარებით გაიცნო.

„როგორც იცით, პაემნებზე არ მიმართლებს, მაგრამ როგორც იქნა გადავწყვიტე კიდევ მეცადა. ეს წლის განმავლობაში პირველად გავაკეთე და აი რა მოხდა - ეს ხუმრობა არ არის“, - ამბობს ვიდეოში მომხმარებელი @peakay81.

ის მაყურებელს პაემანზე მისულ ყველა კაცს აცნობს, შემდეგ კი კადრში პაემნის ორგანიზატორი ქალი ჩნდება და იძახის:

„ყველა დავპატიჟე, ვინც Hinge-ზე გავიცანი. აი აქ ხართ, იმედია ერთმანეთს გაუგებთ“, - ამბობს ქალი.

ვიდეოს 21 ათასი მოწონება და 900 კომენტარი აქვს.