გვენ სტეფანი TikTok-ზე საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

გვენ სტეფანი TikTok-ზე საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი გვენ სტეფანი საკულტო ჩაცმულობით გამოჩნდა. მომღერალს ეს კაბა 1995 წელს სიმღერა Don't Speak-ის კლიპის გადაღებაზე ეცვა. ვიდეო მომღერლის TikTok-ის ანგარიშზეც გამოქვეყნდა.

51 წლის მომღერალმა 25 წლის წინ გადაღებული სინგლის გამოსახულება აღადგინა და თაყვანისმცემლების აღტაცება და გაკვირვება გამოიწვია. პუბლიკაციას ამ დროისთვის 2 მილიონი ნახვა და 140 ათასი მოწონება აქვს.

„შეუძლებელია...ის 51 წლისა და ისე გამოიყურება როგორც 25 წლის ლამაზმანი“, „შენ ისე ახალგაზრდულად გამოიყურები, სიტყვები არ მყოფნის“, - წერენ მომღერლის თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში. მანამდე გვენ სტეფანიმ 90-იანი წლების კიდევ ერთი საკულტო ჩაცმულობა გაიმეორა ახალი სინგლისთვის Let Me Reintroduce Myself.