პრინც ფილიპეს დღეს დაკრძალავენ

პრინც ფილიპეს დღეს დაკრძალავენ

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლეს, პრინც ფილიპეს დღეს დაკრძალავენ.

დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართება. კოვიდშეზღუდვების გამო დაკრძალვას არა 800, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი, არამედ 30 ადამიანი დაესწრება. დაკრძალვის ცერემონია თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა.