დევიდ ბექჰემს Disney+-ის ახალ სერიალში გადაიღებენ

დევიდ ბექჰემს Disney+-ის ახალ სერიალში გადაიღებენ

სტრიმინგ-სერვისმა Disney+ დაადასტურა, რომ თავის ახალ სერიალში „გადაარჩინე ჩვენი გუნდი“ ინგლისის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილ ფეხბურთელს, დევიდ ბექჰემს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ბექჰემი ლონდონის ახალგაზრდა საფეხბურთო გუნდის მწვრთნელის როლს შეასრულებს. ფეხბურთელის პერსონაჟი გუნდს ერთ-ერთ ქვედა დივიზიონში გადარჩენისთვის ბრძოლაში ეხმარება.

„გადაარჩინე ჩვენი გუნდი“ ერთ-ერთია Disney-ს იმ 50 პროექტიდან, რომელსაც კომპანია ევროპაში 2024 წლამდე წარადგენს.