ჰოლივუდში „ბედის ირონიის“ რიმეიქის გადაიღებენ

ჰოლივუდში „ბედის ირონიის“ რიმეიქის გადაიღებენ

ჰოლივუდში ცნობილი საბჭოური ფილმის „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“ რიმეიქს გადაიღებენ. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის რეჟისორი მარიუს ვაისბერგი იქნება, მთავარ როლებს ფილმში კი ემა რობერტსი, ტომას მანი, გარეტ ჰედლუნდი და ბრიტ რობერტსონი შეასრულებენ. პროექტის სცენარისტი ტიფანი პოლსენია.

გადაღებები ზაფხულში, ბოსტონში დაიწყება. სურათის პრემიერის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.