დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე გაგებით მოეკიდა იმ ფაქტს, რომ სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი პრინც ფილიპეს დაკრძალვას არ დაესწრება. ამის შესახებ მეგან მარკლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით გამოცემა People-ი წერს.
გამოცემის წყაროს მტკიცებით, მეგან მარკლმა მიუსამძიმრა დედოფალს, რაზეც ელისაბედ მეორემ მიუგო, რომ ესმის, რატომაც არ დაესწრება ის პრინც ფილიპეს დაკრძალვას.
სასექსის ჰერცოგინია ორსულობის მე-6 თვეშია და ექიმმა მას მოგზაურობაზე უარის თქმა და კალიფორნიაში დარჩენა ურჩია. მეგან მარკლის ქმარი პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში 11 აპრილს ჩავიდა.
დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელისაბედ მეორის მეუღლე პრინცი ფილიპე 99 წლისა გარდაიცვალა. მას 17 აპრილს უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ.