ბელარუსში ბავშვები ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით ფეხბურთს თამაშობდნენ

ბელარუსში ბავშვები ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით ფეხბურთს თამაშობდნენ

ბელარუსის ქალაქ პოლოცკში 7-8 წლის ბავშვებმა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით ფეხბურთი ითამაშეს, შემდეგ კი ის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დატოვეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სახლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა სადარბაზოსთან მდგარ სკამზე უცნაური ნივთი შენიშნა, რის შემდეგაც მისმა მეუღლემ ადგილზე მილიცია გამოიძახა.

„ნაღმს ამფეთქი არ ჰქონდა, თუმცა მთელი სადარბაზოს ევაკუაცია გამოცხადდა. ტერიტორიაზე მილიცია და მაშველები მუშაობდნენ“, - ამბობენ ადგილობრივები.

ადგილზე მოსულმა სამართალდამცველებმა განმაღმველები გამოიძახეს, რომლებმაც ნაღმი საბრძოლო ნაწილის ტერიტორიაზე გადაიტანეს.