ჯეიმს აპატურაი: ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს

ჯეიმს აპატურაი: ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს

ჩვენ, როგორც ფუნქციონირებად დემოკრატიებს, გვჭირდება ინსტიტუტები, რომლებიც სრულყოფილად მუშაობენ. ეს ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის პოლიტიკური ნება. მაგალითად, თუ პარლამენტი სრულყოფილად ვერ მუშაობს, ეს ძალიან ნეგატიური სიგნალია ქვეყანაში დემოკრატიის სიძლიერეზე, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოს წევრ ქვეყნები არ მიმართავენ პარლამენტის ბოიკოტირებას ასეთი გახანგრძლივებული ვადით.

„ნატოს წევრ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს არ უცხადებს. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ განსხვავებული მოსაზრებები. ეს მესმის, მაგრამ ადგილი სადაც ამ საკითხებზე მსჯელობა უნდა შედგეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოა. პარლამენტში ხდება ცივილურ დონეზე პოლიტიკურ მოსაზრებებზე დისკუსია და კომპრომისის გამოყენებით ხდება შეთანხმების მიღწევა. ეს არის დემოკრატიული პროცესი და ფუნქციონირებადი საპარლამენტო სისტემა“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

trampi ეგ მიშა თქვენი გატუტუცებულია
2 წლის უკან
თუთაშხა ოპოზიციას სანამ არ ეტყვიან: შე სლ...ო შეეთრიე პარლამენტში, ისე არ ესმით. მაგრამ დღევანდელი ოპოზიცია არის მოღალატე პარაზიტი, მეტასტაზი, სიმსივნე რომელიც ხალხმა უნდა მოკვეთოს. წამლავს პოლიტიკურ ველს
2 წლის უკან