ამერიკელმა მომღერალმა მადონამ კალიფორნიაში ახალი სახლი შეიძინა, რომელიც მანამდე კანადელ მომღერალ The Weeknd-ს ეკუთვნოდა. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს.
მადონამ უძრავ ქონებაში 19,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. სახლის ფართობი 1,1 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება, მას აქვს 7 საძინებელი, 9 საპირფარეშო, ღვინის მარანი, სამზარეულო და სამუშაო კაბინეტი.
სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია საცურაო აუზი, საკალათბურთო მოედანი, სტუმრებისთვის განკუთვნილი სახლი და 5 მანქანაზე გათვლილი ავტოფარეხი.
The Weeknd-მა სახლი 2017 წელს 18,2 მილიონ დოლარად შეიძინა.