ილონ მასკი "მარსის იმპერატორია." ცოტა ხნის წინ, მასკმა თავი "Tesla-ს ტექნომეფედ" გამოაცხადა. ახლა მან ტვიტერის ბიოგრაფიაში მარსის იმპერატორბაც დაიმატა.
ერთი შეხედვით, მასკის წითელი პლანეტის იმპერატორობაზე ჯერ არაფერი მეტყველებს. ბევრისთვის ეს მინიშნებაა მომავალზე, რომელშიც მასკი და მისი კომპანია მარსზე თავისი კანონების დაწესებას გეგმავენ.
ზოგმა კი, ეს მასკის სამეცნიერო ფანტასტიკის სიყვარულთან დააკავშირა. ნაკლებად სავარაუდოა, მასკი თავს რომაელ იმპერატორებთან აკავშირებდეს.
თუმცა, ამ ყველაფრის ახსნა, შესაძლოა, ბევრად მარტივია და პასუხი მასკის დიდ ამბიციებშია. მილიარდერი დარწმუნებულია, რომ მალე მისი კოსმოსური ხომალდები ადამიანებს მარსზე წაიყვანენ. ან სულაც, მასკმა უბრალოდ მოიწყინა და ტვიტერის ბიოგრაფია განაახლა, მისგან მოულოდნელი არაფერია.
გარდა ამისა, მარსის იმპერატორობა, როგორც მასკისთვის, ისე ნებისმიერი ადამიანისთვის, ჯერ ნაადრევია. იმპერატორობამდე წითელ პლანეტაზე ერთი ადამიანი მაინც უნდა დავსვათ.