შალვა პაპუაშვილი: ადეიშვილს ამასაც აპატიებენ ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები

შალვა პაპუაშვილი: ადეიშვილს ამასაც აპატიებენ ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმას აფასებს. Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში პაპუაშვილი წერს, რომ ადეიშვილს ამასაც აპატიებენ „მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები“.

„ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს. ამასაც აპატიებენ მის მიერ დაფრთიანებული, დღემდე მისით აღფრთოვანებული და ჩვენთვის ადამიანის უფლებებზე ლექციის მკითხველი კადრები. ისევე, როგორც 4 დადასტურებული და 3 განხილვაში მყოფი დანაშაული აპატიეს.

მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა:

1. აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე - 1 წელი და 6 თვე,

2. ტვ იბერიის საქმეზე - 1 წელი და 6 თვე,

3. ბანკი ქართუს გაკოტრების საქმეზე - 5 წელი და 3 თვე,

4. კობა დავითაშვილის ცემის საქმეზე - 6 წელი.

ბრალდებულია:

1. რობაქიძის საქმეზე,

2. ტელეიმედის, 2007 წლის 7 ნოემბრის და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეზე,

3. ე.წ ციხის კადრების საქმეზე“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს.

9gramm გაიცანით უკრაინის ახალი გენერალური პროკურორი - ბატონი ადეიშვილი
3 წლის უკან