გიორგი კახიანი: მედიამ საზოგადოებას 25 წლის წინ შეძენილი სახლი ისე წარმოუჩინა, რომ თითქოს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შევიძინე და გავმდიდრდი

გიორგი კახიანი: მედიამ საზოგადოებას 25 წლის წინ შეძენილი სახლი ისე წარმოუჩინა, რომ თითქოს პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შევიძინე და გავმდიდრდი

ანრი ოხანაშვილი ერთადერთი დეპუტატი არ არის, რომელიც ყალბი ინფორმაციის მსხვერპლი აღმოჩნდა.

სხვადასხვა დროს, სხვებთან ერთად იყო გიორგი კახიანიც.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს იმ ბინის ყიდვა დააბრალეს, რომელიც მის მეუღლეს, ბაბუის, ვახტანგ ფალიაშვილისგან მემკვიდრეობით ერგო.

„საცხოვრებელი ბინა, რომელშიც დაახლოებით 25 წელია ვცხოვრობ, სახლი მცხეთაში, რომელიც მაქვს დაახლოებით 35 წელია, სანათესაოს სახლი სოფელში, რომელიც 8-9 წლის ვიყავი როდესაც აშენდა. ყველაფერი ეს, საზოგადოებას ისე წარმოუჩინეს, რომ თითქოს ეს იყო ქონება, რომელიც მე პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ შევიძინე და ამით გავმდიდრდი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი რამდენიმე არხზე გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა და აღნიშნა: „ტვ ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიზანია, ყველა ხერხით სცადონ საზოგად