მიხაილ გალერი მოლაპარაკებებზე: ჩვენ შეგვიძლია შეთავაზება, დახმარება, მხარდაჭერა, მაგრამ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ

მიხაილ გალერი მოლაპარაკებებზე: ჩვენ შეგვიძლია შეთავაზება, დახმარება, მხარდაჭერა, მაგრამ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ

ჩვენ მხარს ვუჭერთ დანიელსონის მისიას. ახლა, შემდეგი ნაბიჯის გადადგმა ქართულ მხარეზეა. ჩვენ ვართ მედიატორები და არა იძულებით რამის დამწესებლები. ჩვენ შეგვიძლია შეთავაზება, დახმარება, მხარდაჭერა, მაგრამ გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ევროპარლამენტარმა, მიხაილ გალერიმ განაცხადა.

„იმედი მაქვს, საქართველოში პოლიტიკური ძალები პარტიების შიგნით მოლაპარაკებებზე და შეთანხმების მისაღწევად გადასადგმელ ნაბიჯებზე მსჯელობენ. ჩვენ გვაქვს იმედი და სურვილი, რომ ეს საუბარი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორისაც შედგება, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ საკომუნიკაციო არხების შენარჩუნებას. ეს აუცილებელია. როდესაც საქართველოდან ახალ სიგნალებს და გზავნილებს მივიღებთ, აქაც განვიხილავთ და ვიმსჯელებთ, თუ რას გავაკეთებთ და რა მნიშვნელობა ექნება ჩვენი მხრიდან კიდევ მცდელობას“, - განაცხადა მიხაილ გალერიმ.

კრისტიან დანიელსონის მედიაციით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციის შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 30 მარტს გაიმართა.