პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა

პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში დაბრუნდა

პრინცი ჰარი დიდ ბრიტანეთში თავისი ბაბუის, პრინც ფილიპის დაკრძალვაზე ჩაფრინდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს.

გამოცემის იფნორმაციით, ჰარი ლონდონში ლოს-ანჯელესიდან პირდაპირი რეისით, 11 აპრილს ჩავიდა. ის თვითიზოლაციას კენსინგტონის სასახლის კოტეჯში გაივლის, სადაც თავის ცოლ მეგან მარკლთან ერთად ცხოვრობდა. მარკლი დაკრძალვის ცერემონიას არ დაესწრება.

ედინბურგის ჰერცოგს, პრინც ფილიპს 17 აპრილს, უინძორის სასახლეში წმინდა გიორგის სამლოცველოში დაკრძალავენ. ის 99 წლისა გარდაიცვალა.