სილვესტერ სტალონე დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა

სილვესტერ სტალონე დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა

ამერიკელი მსახიობი და კინორეჟისორი სილვესტერ სტალონე ფლორიდაში დონალდ ტრამპის კერძო კლუბში გაწევრიანდა. ამის შესახებ FoxNews წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

კლუბის ერთ-ერთი ინსაიდერის ინფორმაციით, მან სტალონე მარტში სტუმრებს შორის შენიშნა. FoxNews-ის წყაროს ცნობით ამ ფაქტის დამამტკიცებელი ფოტომასალაც არსებობს. ფოტოზე სტალონე სტუმრებთან ერთად კრივის ხელთათმანებშია და მკლავები მაღლა აქვს აწეული.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტალონემ ფლორიდაში $35 მილიონად შეფასებული მამული იყიდა.