BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

BAFTA 2021-ის გამარჯვებულები დასახელდნენ

ბრიტანეთის კინოსა და ტელეხელოვნების აკადემიის (BAFTA) დაჯილდოების 74-ე ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ცერემონია ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ოთხ მთავარ ნომინაციაში გამარჯვებული „ნომადლენდი“ გახდა - ფილმის ავტორი ქლოი ჟაო საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს, მთავარი როლის შემსრულებელი ფრენსის მაკდორმანდი საუკეთესო მსახიობ ქალად, ჯოშუა ჯეის რიჩარდსი კი საუკეთესო ოპერატორად. თვითონ სურათი წლის საუკეთესო ფილმად აღიარეს.

ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ სერ ენტონი ჰოპკინსმა გაიმარჯვა, ფილმისთვის „მამა“. სურათმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო ადაპტირებული სცენარი“. მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებლებად BAFTA-ს ჟიურიმ დანიელ კალუია („იუდა და შავი მესია“) და იუნ იო-ჯონი („მინარი“) დაასახელა.

საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაში კი გამარჯვება სტუდია Pixar-ის ნამუშევარმა „სპრენი“ მოიპოვა.