თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იგივეა, რაც იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანი: არ მგონია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იგივეა, რაც იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანმა განმარტა რაში ხედავს კულტურის სამინისტროს ფუნქციას. ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.

„ყველა იმ ადამიანს, ვინც კულტურის სფეროს მოღვაწედ ითვლება ან თავს თვლის ასეთად, მინდა ვუთხრა, რომ მე არ მგონია, რომ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იგივეა, რაც იუსტიციის სამინისტრო. არის ხოლმე ასეთი კითხვა - ხომ არ გგონია, რომ ეს იგივე სისტემაა. რა თქმა უნდა, ასე არ მგონია. მე მაქვს ძალიან კონკრეტული ხედვა, მაგალითად, რომ კულტურის სამინისტრო იმისთვის არ იქმნება, რომ იყოს დაახლოებით ისეთი უწყება, როგორიც არის გემოვნების სამინისტრო. ეს არ არის ჩვენი ფუნქცია. ჩვენი ფუნქცია არის ის, რომ ყველა ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი ხატოს, დადგას (სპექტაკლი), იმღეროს და ა.შ. ჰქონდეს შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მხარდაჭერა სახელმწიფოსგან“, - განაცხადა წულუკიანმა.

მან ასევე განმარტა როგორი უნდა იყოს ურთიერთქმედება სამინისტროს სამ მიმართულებას შორის.

„იმედის მაქვს, ეს სამინისტრო საშუალებას მოგვცემს, რომ ახალგაზრდობა, სპორტი და კულტურა იყოს ურთიერთგაცვლის რეჟიმში, ისე რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ერთ მიზანს - გვქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, გვქონდეს წვდომა კულტურაზე, მათ შორის სოფლებში და ასევე ეს ყველაფერი კეთდებოდეს არა უბრალოდ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ვაკეთოთ, არამედ მომავალი თაობებისთვის“, აღნიშნა მინისტრმა.