სოციალური მედიის გიგანტმა კომპანიამ, Facebook-მა დამფუძნებლისა და დირექტორის, მარკ ცუკერბერგის უსაფრთხოებისთვის $23 მილიონზე მეტი დახარჯა, - ამის შესახებ Fox News-ი წერს.
$13.4 მილიონზე მეტი, საცხოვრებელი სახლის დაცვასა და მოგზაურობის დროს, ცუკერბერგის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდა, ამასთან, კომპანიის დამფუძნებელმა $10 მილიონი მიიღო ოჯახის დამატებითი უსაფრთხოების აღჭურვილობისთვის.
უსაფრთხოების ხარჯები, 2019 წელთან შედარებით, გაზრდილია. ორი წლის წინ კომპანიამ, ამავე მიზნით, 20.4 მილიონი გაიღო.