რეკორდსმენმა ქალმა ფრჩხილები 30 წლის შემდეგ პირველად დაიჭრა

რეკორდსმენმა ქალმა ფრჩხილები 30 წლის შემდეგ პირველად დაიჭრა

რეკორდსმენმა ქალმა, ტეხასელმა აიანა უილიამსმა, 30 წლის შემდეგ პირველად, ფრჩხილები დაიჭრა, - წერს CNN-ი.

მან, როგორც მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 579 სანტიმეტრის სიგრძის ფრჩხილების მქონე ადამიანმა, გინესის რეკორდი 2017 წელს დაამყარა. როგორც CNN-ი წერს, მაშინ ქალს ფრჩხილების შესაღებად 2 ბოთლზე მეტი ლაქი და 20 საათი სჭირდებოდა.

ფრჩხილების დაჭრის დროს კი, მათი სიგრძე უკვე 731 სანტიმეტრს აღწევდა. „ფრჩხილებით თუ მის გარეშე, მე მაინც დედოფალი ვიქნები“ - ამბობს რეკორდსმენი.

უილიამსამდე, ეს რეკორდი ლი რედმონდმა დაამყარა. მან ფრჩხილების გაზრდა 1979 წელს დაიწყო, თუმცა, მათთან დამშვიდობება 2009 წელს, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოუწია. მაშინ მისი ფრჩხილების სიგრძე 853 სანტიმეტრი იყო.