მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ბოლო რამდენიმე თვეში პოლიცია ცხრაჯერ გამოიძახეს

მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ბოლო რამდენიმე თვეში პოლიცია ცხრაჯერ გამოიძახეს

გასული წლის ივლისის თვეში ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ კალიფორნიაში, კერძოდ კი, მონტესიტოში იყიდეს საცხოვრებელი, რომლის ღირებულებაც 14 მილიონი დოლარი იყო.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომელიც სულ ახლახან გავრცელდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მათ სახლთან საპატრულო ძალების მობილიზება ცხრაჯერ გახდა საჭირო და ამ ფაქტს სანტა-ბარბარას შერიფის ოფისიც ადასტურებს.

რაც შეეხება მიზეზებს, განგაშის სიგნალი როგორც წესი წყვილის საცხოვრებელ ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრა იყო.