ანტუან გრიზმანს 3-ვე შვილი ერთსა და იმავე დღეს ეყოლა

ანტუან გრიზმანს 3-ვე შვილი ერთსა და იმავე დღეს ეყოლა

ფრანგი თავდამსხმელი, ანტუან გრიზმანი მამა მესამედ გახდა. მას ბავშვი დღეს შეეძინა, რის გამოც იძულებული იყო, რომ ესპანური კლუბის, „ბარსელონას“ ვარჯიში გაეცდინა.

როგორც Tribuna იუწყება, გრიზმანის 3-ვე შვილი, სხვადასხვა წლის ერთსა და იმავე დღეს, 8 აპრილს დაიბადა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ანტუანის ცოლმა ერიკამ, პირველად, 2016 წლის 8 აპრილს გოგონა სახელად მია გააჩინა, 3 წლის შემდეგ კი წყვილს ბიჭი შეეძინა.