მექსიკაში დეპუტატობის კანდიდატი კარლოს მაიორგა ამომრჩევლებთან შეხვედრაზე კუბოში ჩაწვა. შესაბამის ვიდეოს Twitter-ზე ჟურნალისტი სალვადორ გარსია სოტო ავრცელებს.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კარლოს მაიორგამ ქალაქ ხუარესის „დაკრძალვა“ მოაწყო, სადაც თვითონ „მკვდარი ქალაქის“ როლი შეასრულა და კუბოში ჩაწვა. ღონისძიების დროს კარლოს მაიორგას წინასაარჩევნო შტაბის პერსონალი ქალაქში არსებული პრობლემების შესახებ ჰყვებოდა.
შეხვედრის ბოლოს მაიორგა კუბოდან ადგა და ამომრჩევლებს დაჰპირდა, რომ ქალაქს გააცოცხლებდა.