ზურაბ ჯაფარიძე: თუ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, ვერანაირი ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის

ზურაბ ჯაფარიძე: თუ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, ვერანაირი ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის

თუ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ვართ, ვერანაირი ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის ,- ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას გამოეხმაურა.

ზურაბ ჯაფარიძემ ევროპარლამენტარის ის განცხადება შეაფასა, სადაც ის მოუწოდებს ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობას შეუერთდნენ, შედეგად კი ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ოპოზიციას პარლამენტიდან მუშაობის უკეთესი შესაძლებლობები ჰქონდეთ.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას არ სჯერა, რომ ევროპარლამენტარების დახმარების შედეგად დემოკრატიისკენ წავა ქვეყანა.

„ არ მჯერა, რომ დაგვეხმარებიან და წავალთ დემოკრატიისკენ. მე მჯერა, რომ თუ ამ ბრძოლას წავაგებთ, ჩვენ წავალთ თურქმენეთისკენ. ეჭვი მაქვს, რომ ვერ დაგვეხმარებიან, ამას ვხედავ მათ შორის, ამ მოლაპარაკებების დროს. ისინი ამ სიტუაციას უყურებენ ისე, თითქოს, აქ საუბარი იყოს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანაზე, სადაც პატარ-პატარა პრობლემები შეიძლება იყოს დემოკრატიაში, ვითომ დემოკრატიული ინსტიტუტებით შეიძლება სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ სხვა რეალობაში ვცხოვრობთ.

ხალხი აქ უნდა მოვიდეს აზრზე, აქ უნდა გამოფხიზლდეს, ხალხმა უნდა დაანახოს ძალა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს და შემდეგ მაგ მეგობრებს. მაგ მეგობრების მიდგომებიც შეიცვლება, ამის მჯერა მე. სხვა რამის მე არ მჯერა. თუ ჩვენ „ჩმორების“ მდგომარეობაში ვიქნებით, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ვართ და რითიც ივანიშვილი სარგებლობს, ვერანაირ ვიოლა ფონ კრამონი ვერ გვიშველის, არ მჯერა“,-აცხადებს ჯაფარიძე.

amo ჯაფარიძე ხალხმა ხმა რომ მოგცეს რაღაც საშუალებით ხომ უნდა აჩვენო შენ რას შეცვლი, რით აჯობებ ამ ხელისუფლებას. საზოგადოებას კონკრეტიკა თქვენგან არ მოუსმენია და ვერც მოისმენს. არ ხართ თქვენ ის ხალხი ვინც ამ ქვეყანას სჭირდება. ბლაბლაბლა საქმეს არ შველის. სანამ ეს ძალა გამოჩნდება იყონ ესენი, თქვენ მაინც გჯობიან.
3 წლის უკან