ალექსანდრე მოწერელია: შამგონაში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს საერთაშორისო საზოგადოება, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა ამ ძალმომრეობას წერტილი დაესვას

ალექსანდრე მოწერელია: შამგონაში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს საერთაშორისო საზოგადოება, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა ამ ძალმომრეობას წერტილი დაესვას

შამგონაში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ამ ძალმომრეობას წერტილი დაესვას, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალექსანდრე მოწერელია Facebook-ზე წერს.

დეპუტატი გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„აფხაზეთის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

შამგონაში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ უნდა დააფიქროს საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი სტრატეგიული მეგობრები, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ამ ძალმომრეობას წერტილი დაესვას როგორც საქართველოში, ისევე უკრაინაში, სადაც ასევე უკიდურესად რთული ვითარებაა რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო“, - წერს ალექსანდრე მოწერელია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურმა ოკუპირებული გალის რაიონის სამი მკვიდრის ცხედარი გამორიყა. მოგვიანებით მეოთხე ადამიანის ცხედარი დინებამ სოფელ ორსანტიაში გამორიყა