სახელმწიფო დეპარტამენტი: ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა

სახელმწიფო დეპარტამენტი: ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ეს ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ნატოს კარი ასპირანტი ქვეყნებისთვის ღია დარჩეს, როდესაც ისინი ალიანსში წევრობის ვალდებულებების შესრულებასა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში წვლილის შეტანას შეძლებენ. ჩვენ ვადასტურებთ მხარდაჭერას ღია კარის პოლიტიკისადმი, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში დაფიქსირდა, და ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეული სუვერენული ქვეყნის უფლებას, თავად აირჩიოს, შეუერთდება თუ არა ის რაიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს და, რა თქმა უნდა, ეს ნატოსაც მოიცავს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ აშშ უზრუნველყოფს იმას, რომ ასპირანტმა ქვეყნებმა, რომლებსაც ნატოში გაწევრიანება სურთ, დააკმაყოფილონ ორგანიზაციის სტანდარტები.