გიორგი ვოლსკი: ის, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, არის არასწორი შეფასება, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია

გიორგი ვოლსკი: ის, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, არის არასწორი შეფასება, რომელმაც სერიოზულად დააზიანა ქვეყნის რეპუტაცია

გიორგი ვოლსკი სერგი კაპანაძის განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, იმის მტკიცება, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო, არასწორი შეფასებაა.

„საქართველოს ომი არ დაუწყია. ომის დაწყების წინაპირობებისთვის რა გამოიყენა რუსეთმა, ეს სხვა თემაა. მაგრამ ის, რომ საქართველომ ომი დაიწყო, არის არასწორი შეფასება, რომელმაც სერიოზულად დააზიანა საქართველოს რეპუტაცია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, „არავინ უარყოფს ფაქტს, რომ ქართულმა მხარემ ცხინვალი დაბომბა და კასეტური ბომბები გამოიყენა“.