საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა, კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად , მარნეულში საქართველოს შეიარაღებული და საავიაციო ბრიგადა მოინახულეს.
მინისტრი, კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები ადგილზე გაეცნენ ბრიგადის ინფრასტრუქტურას; დაათვალიერეს ბრიგადის სასადილო, მედპუნქტი, სამხედრო ბრიგადის ყაზარმები და იქ არსებულ მძიმე ვითარების შესახებ ისაუბრეს.
როგორც თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასნაიმ განაცახადა, სასაწრაფო წესით მოხდება იმ სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და აღდგენა, სადაც გაუსაძლისი პირობებია. ამის თაობაზე იგი უკვე ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და მისგან ამ საკითხში მხარდაჭერის აღთქმა მიიღო.
"ინფრასტრუქტურის შესწავლა უკვე დავიწყეთ. გუშინ გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. საქართველოს სამხედრო ძალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დამატებითი სახსრები იქნება მობილიზებული. სურვილი გვაქვს, ერთი წლისთავზე ვნახოთ, თუ როგორ შეიცვლება ჩვენი ჯარისა და საავიაციო სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის რეალური ვითარება. ყველგან, მსოლფიოში სამხედრო ავიატორები და ავიაცია არის ელუტარული, მათი საცხოვრებელი და სამუშაო პირობებიც არის განსაკუთრებულად კარგი. ჩვენ დღეს რაც ვიხილეთ, მე მგონი, კომენტარსაც არ საჭიროებს, არადაამინური პირობებია. ჩვენ დავისახეთ ამოცანა, რომ წელსვე დავიწყოთ ამის გამოსწორება და დარწმუნებული ვართ, რომ შევძლებთ. რაც მთავარია, ჩანაფიქრი გვაქვს, რომ ჯარიც და ოფიცერიც იყოს მთავარი ღირებულება თავდაცვის სამინისტროში", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბარში ირაკლი ალასანიამ.
მისივე თქმით, ბუნებრივია, იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან 2004 წლიდან 2008 წლებში საქართველოს თავდაცვის უწყებაზე ხუთნახევარი მილიარდი დაიხარჯა, მაგრამ არაფერი ეტყობა სამხედრო ნაწილებს და არც ინფრასტრუქტურის 80% არაფერი ეტყობა იმისა, რომ ბიუჯეტიდან ამდენი თანხაა გახარჯული.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცახდებით კი, იგი შოკშია იმის ნახვის შემდეგ. მისივე თქმით, პარლამენტი, სავარაუდოდ, აუცილებლად შეიტანს ცვლილებას თავდაცვის სამინსიტროს ბიუჯეტში, დამატებითი თანხები იქნება გამოყოფილი, რათა სასწრაფოდ გამოსწორდეს ჯარისკაცებისა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები ყველა იმ სამხედრო ნაწილში, სადაც გაუსაძლისი პირობებია.
"მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა, მით უმეტეს ჩვენმა კომიტეტმა, ხშირად უნდა იაროს სამხედრო ნაწილებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს პირდაპირ და მჭიდრო კავშირი, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ, რაც დღეს ვნახეთ. მინისტრს რომ მოეყოლა, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ასეთი გაუსაძლისი პირობები იყო მარნეულის საავიაციო ბრიგადაში",-აღნიშნა სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბუნებრივია, წინა ხელისუფლებას სამხედრო ნაწილებში არსებული ამ პირობების გამო, როგორც მორალური ასევე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება; მაშინ, როცა წინა ხელისუფლება მილიონობით თანხებს ხარჯავდა საკუთარი კომფორტის მოსაწყობად, ჯარისკაცები და სამხედრო მოსამსახურეები გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ.