დღიურის წარმოება გახდომაში დაგეხმარებათ

დღიურის წარმოება გახდომაში დაგეხმარებათ

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ დღიურის წარმოება თურმე გახდომის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

რასაკვირველია ბრიტანელი მკვლევარები შორს არიან იმ აზრისგან, რომ დღიური შეიძლება დააქუცმაცოთ და მიირთვათ. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ დღიურის მწარმოებელმა ადამიანმა,  არ უნდა დაიზაროს და ყოველდღიურად მირთმეული საკვები დეტალურად აღნუსხოს, შემდეგ კი მიღებული კალორიების ზუსტი რიცხვი გამოთვალოს.

ამ „უცნაურ“ ექსპერიმენტში საშუალო ასაკის 1685 ადამიანი მონაწილეობდა. მეცნიერები მათ ექვსი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ.

ცდის ყველა მონაწილემ ერთნაირი რეკომენდაცია მიიღო, კვებისა და ვარჯიშების თვალსაზრისით. მათ ნაწილს ყოველდღიური სასურსათო დღიურის წარმოება დაევალა.

ნახევარი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც თავის რაციონს ყოველდღიურად აანალიზებდა, ორჯერ მეტი დაიკლეს, ვიდრე დანარჩენებმა.

მეცნიერების აზრით, გახდომასთან კავშირი აქ აშკარაა, რადგან ჩანაწერები ადამიანს ზედმეტი კალორიების გამოთვლაში და საკუთარი თავის კონტროლში ეხმარება.