კვიპროსელი პატარძალი ფატის სიგრძის გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

კვიპროსელი პატარძალი ფატის სიგრძის გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა

კვიპროსელი პატარძალი, ფატის სიგრძის გამო გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. ამის შესახებ Hindustan Times წერს.

პატარძლის ფატის სიგრძემ 6 962 მეტრი შეადგინა. „ბავშვობაში ყოველთვის ვოცნებობდი, რომ გინესის რეკორდების წიგნში შევსულიყავი“, - განაცხადა პატარძალმა.

გინესის წიგნის ოფიციალურ Instagram-ზე გამოქვეყნდა ფოტო და ვიდეორგოლი, სადაც პატარძალს ფატა აქვს მორგებული. ვიდეოს მოკლე დროში 25 000 მოწონება აქვს.