ნებისმიერ პარტიასთან უნდა ითანამშრომლო, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი, როდესაც ის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი უნდა ითანამშრომლო, როდესაც ის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას და როდესაც ხედავს, რომ ამ ურთულეს პერიოდში ქვეყანას გადარჩენა და სამშვიდობოზე გასვლა სჭირდება.
„ნებისმიერ პარტიასთან უნდა ითანამშრომლო, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კი, როდესაც ის სახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას, როდესაც ხედავს, რომ ამ ურთულეს პერიოდში ქვეყანას გადარჩენა და სამშვიდობოზე გასვლა სჭირდება და არ ცდილობს, რომ დესტაბილიზაცია იყოს მისი მთავარი პოლიტიკური რესურსი“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.