ცნობილი იტალიელი მომღერალი და მსახიობი ადრიანო ჩელენტანო 75 წლის გახლავთ. საპატიო ასაკის მიუხედავად „პენსიაზე“ გასვლას კატეგორიულად არ აპირებს.
ბატონი ადრიანო აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა და მისთვის საზოგადოებრივი საქმიანობაც არ გახლავთ უცხო.
იტალიური მას-მედიის ცნობით, ჩელენტანომ გადაწყვიტა, ნახევარი მილიონი ევრო საქველმოქმედო მიზნებისთვის გამოიყენოს.
საინტერესოა, რომ მომღერალმა გასულ წელს დაწყებული ტრადიცია გააგრძელა. მაშინ სან-რემოს ფესტივალზე აღებული ჰონორარი - 700 ათასი ევრო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „Emergency”-ს ანგარიშზე ჩარიცხა.
ამჟამად ჩელენტანო 500 ათასი ევროს გადარიცხვას ბარისა და კალიარის მერიებისთვის აპირებს. ეს თანხა ამ დასახლებულ პუნქტებში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს უნდა მოხმარდეს.