გასული წლის შემოდგომაზე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის “Deep Purple” წევრებმა განაცხადეს,რომ უახლოეს მომავალში ახალ ალბომზე მუშაობას დაიწყებდენ.
ეს ნამუშევარი ჯგუფის ისტორიაში რიგით მე-19 იქნებოდა. მუსიკოსების უკანასკნელი სტუდიური ჩანაწერი “Repture of the Deep” 2005 წლით არის დათარიღებული.
ორი დღის წინ ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ მუსიკოსებმა ახალ დისკზე მუშაობა უკვე დაასრულეს.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „Now What?!“ და გაყიდვაში მიმდინარე წლის 26 აპრილს გამოჩნდება.
ალბომში 11 ახალი კომპოზიცია იქნება წარმოდგენილი.
დისკის მუსიკალურ მაღაზიებში გამოჩენის შემდეგ, „Deep Purple”-ს წევრები მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან.