საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბრაზილიის ეროვნული გუნდისა და კლუბი „სანტოსის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი ნეიმარის შეძენა კატალონიურ „ბარსელონას“, მადრიდის „რეალსა“ და ბრიტანულ „მანჩესტერ სიტის“ სურთ.
სამხრეთ ამერიკელ ვარსკვლავთბიჭუნას ამჟამინდელ გუნდთან ხელშეკრულება 2014 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. ევროპის კონტინენტზე გადასვლა მოთამაშეს მსოფლიო პირველობის დასრულების შემდეგ აქვს გადაწყვეტილი.
ბოლო პერიოდში „ბარსელონამ“ თამაშს მოუკლო და კლუბის ხელმძღვანელობამ შემადგენლობის სასწრაფო გადახალისება განიზრახა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ კატალონიელთა ვიცე-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბარტომეუ ნეიმარს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა და „ბარსელონაში“ გადასვლაზე ესაუბრა.
იმ შემთხვევაში თუ ნეიმარი ამ შემოთავაზებას მიიღებს, ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე წლის ზაფხულში გადავა.
ვებ-გვერდი „transfermarkt.de”-ს ინფორმაციით, ნეიმარის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 40 მილიონი ევროა.