„სად ვეპატიჟებით ტურისტებს, 9-საათიან კომენდანტის საათზე?!“

„სად ვეპატიჟებით ტურისტებს, 9-საათიან კომენდანტის საათზე?!“

„ლეიბორისტებმა“ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მათი თქმით, უკვე ოთხი თვეა, კომენდანტის საათი ეკონომიკურად და ფსიქოლოგიურად ატერორებს მოსახლეობას.

საჭიროა თუ არა კომენდანტის საათის შენარჩუნება?

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი რაკლი ხმალაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ კომენდანტის საათი მისთვის დიდ პრობლემას არ ქმნის, რადგან საშვი აქვს და შეუძლია სიარული, მაგრამ რეალურად კომენდანტის საათს თუ არ გააუქმებენ, ის მაინც შეიძლება, კომენდანტის საათმა 12 საათამდე გადაიწიოს.

„ძალიან ბევრი მაღაზია არ მუშაობს, ტრანსპორტიც გვიანობამდე არ ფუნქციონირებს, არ გვაქვს ისე აწყობილი ცხოვრება, რომ ზუსტად რვა საათზე დავამთავროთ ყველაფერი და მოვასწროთ სახლში მისვლა. თუკი დინამიკაში ასე გაგრძელდა, მესამე ტალღას არ ველი, მაგრამ აქ უკვე სხვა მომენტია, თუ აცრა ჩავარდა, გამორიცხული არ არის, მორიგი ახალი ტალღის წინაშე აღმოვჩნდეთ. ზოგიერთი ამბობს, „ასტრაზენეკას“ არ გავიკეთებ და დაველოდები „ფაიზერის“ ვაქცინის შემოსვლასო, მაგრამ „ფაიზერის“ შესახებაც ბევრი ჭორი ვრცელდება. ასე რომ, ყველაფერია მოსალოდნელი. რა გგონიათ, „ფაიზერს“ გვერდითი მოვლენები არ ექნება?! იმასაც ამბობენ, ევროპელები აიცრნენ და ლოკდაუნი რატომ ცხადდება ევროპაშიო, მაგრამ ლაპარაკია ახალ შტამზე, რომლის ვაქცინაც ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა, ჯერჯერობით ისეთი საშიში ეპიდემია ახალ შტამს არ გამოუწვევია და იგი ბევრად უფრო მსუბუქად მიმდინარეობს“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ, სავარაუდოდ, კომენდანტის საათის შენარჩუნება საჭიროა, ოღონდ არა 9 საათზე, არამედ სადღაც 11 საათამდე უნდა იყოს, რადგან კომენდანტის საათის გახანგრძლივებით ეკონომიკური პრობლემები მართლაც წამოვა წინა პლანზე.

ანალიტიკოსს აინტერესებს, თუ ტურისტები ჩამოგვყავს და ტურისტებს ვეძახით, მაშინ გაუგებარია, სად ვეპატიჟებით ტურისტებს, 9-საათიან კომენდანტის საათზე?! ასეთ ქვეყანაში ჩამოვლენ ტურისტები?

„ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, ტურიზმი ყოფილიყო ნომერ პირველი ეკონომიკური სეგმენტი. ვფიქრობდი, სოფლის მეურნეობა უნდა ყოფილიყო წინ, მაგრამ დღეს სხვა სიტუაციაა, შეიძლება ამ მძიმე-ეკონომიკური მდგომარეობიდან ტურიზმმა გამოგვიყვანოს. როცა 9 საათზე კეტავ ყველაფერს, რომელი ტურისტი ჩამოგივა? ტურისტებს საქართველოში უხარიათ მოგზაურობა, რესტორნები, ქართული საკვები, ჭამა-სმა. თუ ეს არ იქნება, რა უნდათ საქართველოში? ამიტომ უაზრობა მგონია 9 საათზე კომენდანტის საათის დაწესება, შეიძლება გვიანობამდე გადაიწიოს, 11-12 საათამდე, მაგრამ ამას გამართლება და ახსნა უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას.

მისივე თქმით, ამ საკითხში სიფრთხილეა საჭირო, რადგან მთელ ევროპაში წამოვიდა კორონავირუსის მესამე ტალღა, ალბათ, ჩვენთანაც დაიწყება მესამე ტალღა და, თუ სიტუაცია სერიოზულად არ გათვალეს, შეიძლება ხელახლა ჩაკეტვა მოგვიწიოს.

ამის მიუხედავად, თუ ხელისუფლებამ ტურისტული სეზონი არ გახსნა, ხალხს გაუჭირდება და ხმას აღარ მისცემს „ქართულ ოცნებას“. ანალიტიკოსის შეფასებით, მთელი უბედურება ისაა, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა სწორედ საპარლამენტო არჩევნებმა მოიტანა, რადგან იმ პერიოდში ყველაფერი გახსნეს. მართალია, არჩევნების დღეს კატასტროფა არ მომხდარა, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიამ, მიმოსვლამ კორონავირუსის გავრცელებას შეუწყო ხელი, ვინაიდან არაფერი შეზღუდული არ ყოფილა. დღესაც „ქართულ ოცნებას“ ისევ მოუნდება, ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვოს, ამიტომ ისევ გახსნის ყველაფერს და - შემოდგომისთვის, ალბათ, მესამე ტალღა დაგვატყდება თავს.

ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, კომენდანტის საათის გამო სერიოზულ ეკონომიკურ რყევებს განვიცდით. აქ მარტო სოციალურ და ეკონომიკურ ფაქტორებზე არაა საუბარი, არამედ ფსიქოლოგიურადაც მძიმე სიტუაციაა.

„ეს უკვე ფსიქოზია, სახლში გამოკეტილი ადამიანების შემხედვარე აშკარად ჩანს მასობრივი ფსიქოზის ელემენტები. ეს ჯერ არის ლატენტური ფსიქოზი, იმდენად არ გამოვლენილა, მაგრამ, როცა დაიწყება ამის გამოვლენა, ღმერთმა დაგვიფაროს, რაც მოხდება. მესმის, რატომაც ახანგრძლივებენ კომენდანტის საათს, უკვე მეოთხე ტალღა იწყება ევროპაში, „ასტრაზენეკას“ გამოც სიტუაცია დამძიმდა, მაინცდამაინც საქართველოში მოხდა ტრაგედია და 27 წლის ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. საქართველომ ორ პანდემიურ შემოტევას გაუძლო, ჩვენ ისეთი კრიტიკული სიტუაცია არ გვქონდა, როგორც სხვა ქვეყნებს. უბრალოდ, უნდა გამკაცრდეს შიდა რეგულაციები, პირბადის გამოყენება პოლიციამ უნდა აიძულოს ხალხს, როცა არ იკეთებენ. ქუჩაში მაინცდამაინც არ უკეთიათ პირბადე, მე რომ მიკეთია, თეთრი ყვავივით ვარ, მაგრამ მე კანონმორჩილი ადამიანი გახლავართ“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

 

 

 

trampi ვაქცინა არ იყო და რატო არა ვაქცინა ბევრი ხალხი ავადდებაო
ვაქცინააა და ეგ ვაქცინა ყველას ფეხებზე ჰკიდია
შეზღუდვებს აწესებენ და გაჩერდა ყველაფერიო ...გახსნიან და კორონა გამრავლდაო
აბა რა ქნან??---- გახსნან თუ არ გახსნან??....ჭრელო პეპელაო..............
ვინც პრიჩინაზეა ისინი მაინც პრიჩინაზე იქნებიან ......
შეეკითხონ აბა ნაცებს------- მოხსნააან შეზღუდვები, მოიმატოს კორონააამ???
აააა.... ფეხზე კიდიააათ?/, ...........ეგ ხომ ისედაც ვიცით რომ სკამის გარდა, იმათაც და ამათაც, საქართველო ყველას კიტრზე ჰკიდიათ.... ნაცებს რაც ცუდად იქნება საქმე ქვეყანაში ის უნდათ
აუუ.... რა კარგი იქნებოდა ყველას ერთ ხაროში ჩაყრა...................................აფსუუუს......... იიიიიიფ!!!!!!!
3 წლის უკან
Katana . უფრო დიდი უაზრობა, ვიდრე ეს 9-დან 5-მდე "კომენდანტის საათია", არ მაგონდება!..

რის პრევენციას ემსახურება ეს, რას ვიცილებთ ამითი თავიდან?
ღამის კლუბებში ხალხის თავმოყრის თუ გეშინია - კლუბებს აუკრძალე მუშაობა ამ პერიოდში და მორჩა!
საქეიფოდ ხალხის თავმოყრას თუ უფრთხი, ეს სისულელეა, რადგან მოქეიფეებს მთელი დღე აქვთ თავის განკარგულებაში!
ახლა, კორონა 9 საათზე გამოდის სანადიროდ და დილას 5-ზე იძინებსო, ეს უკვე საყოველთაო ღადაობის საგანი გახდა...

როდესაც ხელისუფლება იღებს გადაწყვეტილებებს, რომელსაც არავითარი ლოგიკური გამართლება არ ეძებნება, ხალხი აკეთებს ხელისუფლებისათვის არცთუ სასურველ დასკვნებს: ესენი მზად არიან ეკონომიკაც ჩაძირონ, ხალხიც გაუსაძლის დისკომფორტში ამყოფონ, ოღონდ აქციების ჩატარებას შეუშალონ ხელი და საკუთარი სავარძლები თბილად შეინარჩუნონო!

და მე, ერთმა რიგითმა მოქალაქემ, რომელსაც არც ეს აქციები მეხატება გულზე, არც ღამის კლუბის სტუმარი ვარ და რესტორანსაც ცოლის მიერ გაშლილი სუფრა მირჩევნია, რა ვქნა, უცებ რომ დამირეკონ - შენს ახლობელს რაღაც გადაუდებელი პრობლემა აქვს და ყოველი წუთი ძვირფასია მის საშველადო? საშვებზე დამრეკავთა რიგში ჩავდგე თუ ხვალამდე მოითმინოსო, დავუბარო?!
ჩვენ რას გვერჩით, ჩვენ?!.
3 წლის უკან