აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლის შვილმა უწყების ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა

აშშ-ის სტრატეგიული სარდლობის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლის შვილმა უწყების ოფიციალურ Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ბირთვული ძალების Twitter-ზე უცნაური პოსტი გამოქვეყნდა, ტექსტით „;l;gmlxzssaw“. ნახევარ საათში კი გვერდზე განმარტება განათავსეს: „გაუგებრობისთვის ბოდიშს გიხდით. გთხოვთ, ამ პოსტს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“.

ამ ტვიტებში გარკვევა The Daily Dot-ის ჟურნალისტმა, მაიკლ ტეილენმა სცადა, რომელმაც უწყებას ოფიციალური განცხადებით მიმართა. მან პასუხი ოთხ საათში მიიღო.

„სარდლობის Twitter-ის მენეჯერი დისტანციურად მუშაობს. მან გახსნილი ბრაუზერი უყურადღებოდ დატოვა. მისმა მცირეწლოვანმა შვილმა ამით ისარგებლა, კლავიატურით დაიწყო თამაში და შედეგად ტვიტი გამოაქვეყნა. ცუდი არაფერი მომხდარა, ჩვენი ანგარიში არავის გაუტეხავს“, - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

Twitter-ზე არაერთი თეორია გაჩნდა იმის შესახებ თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ტვიტი. მათ შორის იყვნენ შეთქმულების თეორია QAnon-ის მომხმარებლებიც. მათ გადაწყვიტეს, რომ ტვიტს შემდეგი მნიშვნელობა აქვს: «Q ACQUITTED» («Q გამართლებულია»).