„Led Zeppelin” ყველა დროის საუკეთესო როკ-ჯგუფია

„Led Zeppelin” ყველა დროის საუკეთესო როკ-ჯგუფია

რამდენიმე დღის წინ  პოპულარულმა ბრიტანულმა რადიოსადგურმა „Planet Rock” საკუთარ მსმენელებს შორის სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო როკ-ჯგუფი გამოავლინა.

ბრიტანელმა მელომანებმა პირველ ადგილზე ლეგენდარული „Led Zeppelin” დააყენეს.

მეორე და მესამე საფეხურები „Queen”-მა და „Black Sabbath”-მა დაიკავეს.

საპატიო მეხუთე ადგილზე „Deep Purple” აღმოჩნდა.

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო როკ-ჯგუფებისა და მუსიკოსების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. Led Zeppelin. 2. Queen. 3. Black Sabbath. 4. Pink Floyd. 5. Deep Purple. 6. Jimi Hendrix. 7. The Rolling Stones. 8. The Who. 9. AC/DC. 10. David Bowie.