უცნობმა პირებმა ბიონსეს ძვირადღირებული ჩანთები და კაბები მოიპარეს

უცნობმა პირებმა ბიონსეს ძვირადღირებული ჩანთები და კაბები მოიპარეს

უცნობმა პირებმა ლოს-ანჯელესში მომღერალ ბიონსეს კუთვნილი კომპანიის, Parkwood Entertainment-ის საწყობში შეაღწიეს, საიდანაც მომღერლის ძვირადღირებული ნივთები, მათ შორის ჩანთები და კაბები მოიპარეს. ამის შესახებ გამოცემა TMZ წერს.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მიმდინარე თვეში ქურდებმა Parkwood Entertainment-ის საწყობში ორჯერ შეაღწიეს. მოპარული ნივთების ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება.

ქურდობის ფაქტს ლოს-ანჯელესის პოლიცია იძიებს, ჯერჯერობით საქმეზე არავინაა დაკავებული.