კეიტ მიდლტონმა ფოტოალბომი გამოსცა

კეიტ მიდლტონმა ფოტოალბომი გამოსცა

კემბრიჯის ჰერცოგენიამ ილუსტრირებული წიგნი გამოსცა, რომელიც ბრიტანეთში პანდემიის პერიოდს ასახავს. ფოტოალბომზე, სახელწოდებით „დარჩით ადგილზე: ჩვენი ერის პორტრეტი 2020-ში“ კეიტლ მიდლტონმა პორტრეტების ეროვნულ გალერეასთან ერთად იმუშავა.

პროექტში გაერთიანებული სამეფოს ათასობით მცხოვრები იყო ჩართული, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში გალერეას ლოკდაუნის პერიოდში გადაღებულ ფოტოებს უგზავნიდნენ. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც კეიტ მიდლტონიც იყო, 31 000-დან 100 საუკეთესო ფოტო შეარჩია, რომლებიც კემბრიჯის ჰერცოგენიამ ფოტოალბომად გამოსცა.