სანდრო მაცოლა - „ბარსელონას“ მალე კრიზისი დაეწყება“

სანდრო მაცოლა - „ბარსელონას“ მალე კრიზისი დაეწყება“

დღეს დილით გამოცემა „Goal.com” ახლო წარსულში ცნობილ იტალიელ ფეხბურთელ სანდრო მაცოლას ესაუბრა.

სენიორ სანდროს მტკიცებით, კატალონიურ „ბარსელონას“ უახლოეს მომავალში ღრმა კრიზისი დაეწყება.

„ბარსელონა“ შესანიშნავი გუნდია და მისი თამაშით აღფრთოვანებული გახლავართ. ამის მიუხედავად დარწმუნებული ვარ, რომ კატალონიელებს უახლოეს მომავალში ღრმა კრიზისი დაეწყებათ, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება.

საფეხბურთო კლუბი ცოცხალი ორგანიზმია. არ შეიძლება რამდენიმე მოთამაშემ წლების განმავლობაში მაღალ დონეზე სტაბილურად იასპარეზოს.

„ბარსელონას“ სასწრაფოდ ახალი სისხლი ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩავი, ინიესტა და სხვა ფეხბურთელები გამოიფიტებიან და კარიერას ადრე დაასრულებენ.

ლეო მესის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება. არგენტინელი თავისი თამაშით კიდევ დიდხანს გაგვაოცებს, მაგრამ ის გამონაკლისია.

„ბარსელონას“ მოთამაშეები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და მეეჭვება მაღალ დატვირთებს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაუძლონ. გუნდის ხელმძღვანელობას მოვუწოდებ რომ „ბარსას“ სასწრაფო გაახალგაზრდავება დაიწყოს.“ - განაცხადა სანდრო მაცოლამ.