ვინსენტ ვან გოგის უცნობი ნახატი აუქციონზე 11,2 მილიონ ფუნტად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის უცნობი ნახატი აუქციონზე 11,2 მილიონ ფუნტად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის უცნობი ნახატი, რომელმაც 100 წელზე მეტი დახურულ კარს მიღმა გაატარა, აუქციონზე 11,2 მილიონ ფუნტად გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ნახატი, რომელშიც პარიზის ქუჩაა გამოსახული, 1887 წლით თარიღდება და ის საფრანგეთში ერთ-ერთი ოჯახის საკუთრება იყო.

ნახატი სახელწოდებით „ქუჩის სცენა მონმარტში“ ვან გოგმა 1886-1887 წლებში შექმნა მაშინ, როცა პარიზში თავის ძმასთან, თეოსთან ცხოვრობდა.