ცნობილი ამერიკელი მწერალი და სცენარისტი ლარი მაკმერტრი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა The Sun ავრცელებს. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
მაკმერტრის შემოქმედებითი კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას რომანმა „მარტოხელა მტრედი“ მოუტანა, რომლისთვისაც მწერალმა პულიცერის პრემია მიიღო.
რომანის მიხედვით 1989 წელს ფილმიც გადაიღეს. მაკმერტრს ეკუთვნის ფილმ „კუზიანი მთის“ სცენარიც, რომელსაც 2005 წელს „ოსკარი“ საუკეთესო ადაპტირებული სცენარის ნომინაციაში გადაეცა.