ახალციხეში 27 წლის ახალგაზრდა ქალის დაღუპვის შემდეგ ანტივაქსერული განწყობა გაიზარდა. ადამიანების ნაწილი არ ენდობა დაჩქარებული წესით შექმნილ, თითქმის გამოუკვლეველ ვაქცინას. თვით მედიკოსებიც შეშფოთებულნი არიან და ამბობენ, რომ სასურველია, დროებით მაინც შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი.
მომხდარის შესახებ for.ge-ს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ინფექციონისტი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე ესაუბრა.
ახალგაზრდა ქალის დაღუპვის შემდეგ შეიძლება ბევრს გაუჩნდეს ნიჰილისტური დამოკიდებულება ვაქცინაციის მიმართ. ეს ტრაგიკული შემთხვევა შეიძლება სხვა თანმხლებ დაავადებებს დავუკავშიროთ, თუ არაპროფესიონალიზმს?
- ადრე, კომუნისტების დროს, ბევრი ასეთი ტრაგიკული ფაქტის აფიშირება არ ხდებოდა, რომელიც თან სდევდა ხოლმე ჩვეულებრივ აკადეესის აცრას. მე ადრე ჩუღურეთის რაიონის მთავარი ინფექციონისტი ვიყავი და იყო შემთხვევები, როცა ენცეფალიტიც კი ემართებოდათ ჯანმრთელ ბავშვებს ჩვეულებრივი აცრისას. ნუ გვავიწყდება, რომ აცრა ეს არ არის წამალი, ეს არის უცხო ცილა, რომელიც ორგანიზმში შედის და სერიოზულ ცვლილებებს იწვევს, რადგან ორგანიზმში უნდა ჩამოყალიბდეს სერიოზული იმუნიტეტი. როგორც აღმოჩნდა, ძალიან ძლიერი ანტიგენია მაინც კოვიდის ანტიგენი, ანუ ის დასუსტებული მიკრობები და ვირუსები, რომელთა შეყვანაც ორგანიზმში ხდება. მეორე მომენტია, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებმაც ამ ტიპის აცრა გაიკეთეს, მშვენივრად გრძნობენ თავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საშიში დაავადება აღენიშნებათ, დაწყებული ვენების პრობლემებიდან, დიაბეტით დამთავრებული. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს რაღაცის მიმართ აუტანლობა. სამწუხაროდ, ამის დიაგნოსტიკა არ ხდება, ხომ არ აქვს ადამიანს რაღაცის მიმართ აუტანლობა. ძალიან ძნელია ამის პროგნოზირება. ამ გოგონას ორგანიზმმაც ვერ გაუძლო აცრას, ამიტომ არ შეიძლება იმის ძახილი, რომ ვაქცინაცია ადამიანს კლავს. უამრავმა ადამიანმა უამრავ ქვეყანაში უკვე ჩაიტარა აცრა და წითელი ხაზით დადგინდა, რომ სიკვდილი, რომელიც სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია, არ იყო დაკავშირებული ამ ვაქცინაციასთან. თუმცა სიფრთხილე მაინც გვმართებს. სიმართლე გითხრათ, დეტალებში ჯერ არ ვარ გარკვეული, სანამ არ მოხდება გაკვეთა და ზუსტი პათომორფოლოგიური დიაგნოზის დასმა, მანამდე ზუსტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ. ნებისმიერი ვაქცინაციისას შეიძლება მოხდეს ასეთი კაზუსური და სამწუხარო ფაქტები, რაც მხოლოდ გარდაცვალებით არა, გართულებებით, თანმდევი ავადმყოფობის წინა პლანზე წამოწევით შეიძლება დასრულდეს.
მაგალითად, ბოტულიზმის დროს მზა შრატი შეჰყავთ ორგანიზმში, რომელშიც არის ანტისხეულები და ეს ანტისხეულები ებრძვის იმ შხამს, რომელსაც ბოტულიზმის გამოწვევა შეუძლია, მაგრამ აცრის დროს, როდესაც არის ანატოქსინი, შეჰყავთ დასუსტებული შხამი, ხოლო, როცა არის ჩვეულებრივი ვაქცინა, მაშინ შეჰყავთ ან დასუსტებული, ან მკვდარი მიკრობებისგან გაკეთებული სუსპენზია, რომელშიც არის ის ანტიგენი, რომლის მიმართაც უნდა გამომუშავდეს ანტისხეულები. ამას მეტწილად დიდი რეაქცია მოჰყვება ხოლმე, რაც გამოიხატება სიცხით, ცუდად ყოფნით, შემცივნებით და სხვა. გარკვეულწილად, ეს პათოლოგიური პროცესია, პათოლოგიურ აგენტთან ბრძოლა მიმდინარეობს ორგანიზმში და შეიძლება ამას დიდი და ყოვლისმომცველი ხასიათი მიეცეს, რასაც, სამწუხაროდ, ამ გოგონას ორგანიზმმა ვერ გაუძლო.
ასეთ დროს ხომ არ სჯობს, აცრამდე გამოიკვლიონ პაციენტი და დაადგინონ თანმხლები დაავადებების არსებობა?
- ამის გაიდლაინი ჯერ არ არსებობს. ამ აცრას უკეთებენ ყველაზე ავადმყოფს და სხვა დაავადებისგან დასუსტებულ ადამიანებს, რომ მათ კოვიდი არ დაემართოთ. ჩემი აზრით, ერთადერთი უკუჩვენება ვაქცინის გაკეთების დროს, ეს არის ალერგიული რეაქცია, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ ამის გარკვევაც, ალბათ, ძნელია, რადგან წარმოუდგენელია ვაქცინის მინიმალური დოზის გაკეთება და მერე დაკვირვება, ასეთი რამ არ ხდება. ამიტომ ჯერჯერობით, სამწუხაროდ, თვალდახუჭული უნდა გაკეთდეს ეს ვაქცინა.
ხომ შეიძლება, ადამიანს ჰქონდეს ალერგიული რეაქცია, მაგრამ არ იცოდეს ამის შესახებ?
- რამდენიც გნებავთ, იმდენია ასეთი შემთხვევა. არის დაყოვნებული, არის დაუყოვნებელი ალერგიული რეაქცია. ამ გოგონას შემთხვევაში, დაყოვნებული ალერგიული რეაქცია იყო, რადგან აცრის შემდეგ გამოვიდა გოგონა, ათი წუთი დააკვირდნენ, კარგად გრძნობდა თავს და მერე მოხდა ალერგიული რეაქციის განვითარება. შეიძლება, ალერგიული რეაქცია 3- 4 დღის შემდეგ განვითარდეს. ბევრ ადამიანს ჩემთვის უთქვამს, მე ალერგიული არ ვარ, მაგრამ მიმიცია წამლები და გარკვეული ალერგიული ტიპის რეაქცია გამოვლენილა. ამიტომ უშუალოდ უნდა მოხდეს იმ წამლებზე გამოკვლევა ალერგიული ტესტირების მხრივ, რომელსაც ვუკეთებთ. რამდენად შესაძლებელია ვაქცინაზე ალერგიული ტესტირება, ამას ვერ გეტყვით. თუმცაღა, თუ ადამიანი ზოგადად ალერგიულია, დიდი სიფრთხილეა საჭირო.
კორონავირუსით ყოველი ათასი ადამიანიდან 5- 6 იღუპება, ვაქცინაციით კი ყოველ ნახევარ მილიონში 1 ადამიანი. ამ თანაფარდობის მიუხედავად, ზოგიერთები თვლიან, რომ არ უნდა გაკეთდეს ვაქცინაცია. მით უმეტეს, რეალისტები რომ ვიყოთ, ქართველი მედიკოსებიც არ იკლავენ თავს აცრისთვის.
- ქართველი მედიკოსიც ადამიანია, აცრა უკვე ნებაყოფლობითია. არავინ ძალით არ დაიჭერს ადამიანებს ქუჩაში და ვაქცინას არ გაუკეთებს. მედიის საშუალებით უნდა მოხდეს ამის განხილვა და ადამიანმა თვითონ გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გარკვეულ რისკზე წასვლა ძალიან დიდი რისკის ასაცილებლად. ძნელია შექმნა ვირუსის წინააღმდეგ ისეთი ძლიერი ვაქცინა, რომელიც ყველასთვის მისაღები და ადვილად გადასატანი იქნება. აკადეესი, რომელშიც შედის ყივანახველა, დიფტერიის წინააღმდეგ ვაქცინა, ისიც კი იწვევდა რეაქციებს, მაგრამ ეს დაფარული იყო და აფიშირება არ ხდებოდა. ნებისმიერ ვაქცინას შეუძლია ადამიანი მოკლას.
ეგენი იყვნენ ყოველდღე რომ გაიძახოდნენ--- აი ვაქცინა ვერ შემოიტანეს, აი ვაქცინა ვერ შემოიტანესო.
.ლელოდან ჩიხლაძე და ბუაძე ყვიროდნენ .....ნაცებიდან კიდევ სამადაშვილის და ბოკუჩავას თამადობით ყველა
.ეგე ეხლა შემოიტანეს .....ჰოოოდა ჯერ ეგენი აცერით
ხო უნდოდატ აცრა ?.......არააა??
აბა რაღაზე ყვიროდნენ??/
ააააა............ ხაჭაპურიი ხოჩეეეს ?? ეგ ვიცით....მაგათი მოსატყუებელი კბილები დიდი ხანია მოვიცვალეთ