აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ძაღლები ვაშინგტონში დაბრუნდნენ. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ განაცხადა.
„ჩემპი და მეიჯორი თეთრ სახლში არიან. ისინი პრეზიდენტის ოჯახს კემპ-დევიდში შეუერთდნენ და კვირას მათთან ერთად დაბრუნდნენ“, -აღნიშნა პსაკიმ.
13 წლის ჩემპს და 3 წლის მეიჯორს თეთრი სახლი მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც მეიჯორმა აგრესია გამოავლინა და დაცვის თანამშრომელს უკბინა. ინციდენტის გამო ნაგაზები დროებით დელავერში დააბრუნეს.