ტილოზე შესრულებული ყველაზე დიდი ნახატი „კაცობრიობის მოგზაურობა“ დუბაიში გამართულ აუქციონზე 62 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამის შესახებ გამოცემა Khaleej Times-ი წერს.
ბრიტანელი მხატვარი საშა ჯაფრი ნახატზე 7 თვის განმავლობაში მუშაობდა. „კაცობრიობის მოგზაურობა“ ორი საფეხბურთო მოედნის ზომისაა. თავდაპირველად ნახატის 70 ნაწილად დაყოფა და ცალ-ცალკე, 6 აუქციონზე გაყიდვა იგეგმებოდა.
ნახატის გაყიდვიდან მიღებულ თანხას მხატვარი ქველმოქმედებას მოახმარს. „კაცობრიობის მოგზაურობა“ კრიპტოვალუტების სფეროში მომუშავე კომპანიის ხელმძღვანელმა ანდრე აბდუნმა შეიძინა.