ვინ უძღვნის სარტფიალო ლექსებს სოფო ნიჟარაძეს? არა, მიხეილ სააკაშვილს ლექსების წერა კი არა, დამახსოვრებაც არ შეუძლია. ის საკუთარ სატრფოს მხოლოდ მილიონებს და ბოლო დროს კიდევ ყვავილების ძალიან ლამაზ თაიგულებს ჩუქნის. თანაც სიურპრიზებს უკეთებს...
მოკლედ, ერთ მხარეს დგას მილიარდერი პრეზიდენტი თავისი სიურპრიზებით, ხოლო მეორე მხარეს - ღარიბი "დამწვარი" თავისი უდიდესი სიყვარულით. აჰა, ბატონებო, ჯერ ნახეთ და მერე განსაჯეთ:
"მე შენი თვალების მორევში ვიპოვე აღთქმული სავანე,
რომელიც როგორც მზე პლანეტებს, ის ჩემს ბედისწერას განაგებს.
მე შენი თვალების ნათელი სამოთხის ჭიშკარი მგონია,
და მე იქ მოხვედრის სურვილზე დიდი სურვილი არც მქონია.
ეგ თვალთმიღმიერი წყვდიადი - მე მზის დაბნელება მგონია,
შენებრ ტრაგიკული თვალები, მხოლოდ დემონებს თუ ჰქონიათ.
როდესაც იღიმი, ასხივებ ჰიპნოზის ჯადოსნურ მაგიას
და, როცა მიცქერი, მგონია, ვკითხულობ გრძნეულთა ქარტიას,
მე შენი თვალების მორევში ვიხრჩობი, ხან ასე მგონია,
იქაა მოკვდავთა სამსჯავროც და უკვდავთა ჰაგემონიაც".
ტაში, ამხანაგებო, ტაშიიიი... ეს გახლავთ გიორგი ნაბელიშვილი. რაღა დაგიმალოთ და ბატონი გიორგი ქალების მაგარი მუსუსი ჩანს, "ფეისბუკში" ისეთი მაგარი ქალები ჰყავს დამეგობრებული, ალენ დელონსაც კი ნერწყვი მოადგება პირზე. ის კი არა, ამას ჩვენი დარეჯან მეფარიშილიც მოსწონებია, მისი
სურათი წაუღია და თავის გვერდზე გამოუჭიმავს რუსი გენერალივით.
დრო მიდის, სოფოს სხვა უყვარს, სოფოს სხვა უკეთებს სიურპრიზებს და ამ დროს არსებობს საქართველოში ადამიანი, რომელიც იწვის:
"სანანებლად გადამექცა
გატაცება წამიერი,
რადგან ჩემს გულს მოევლინე,
როგორც მოცარტს სალიერი".
"მე უცაბედად ბედისწერის გავხდი მძევალი,
ტურფავ, როდესაც შენს მშვენებას შევავლე თვალი,
ო, რა წარმტაცი ოცნებების იყავ "ფანტანი",
ისე ბრწყინავდი, როგორც ცაში ცისკრის ვარსკვლავი".