42 წლის სოფო შევარდნაძე დედა გახდა. მას ბიჭი შეეძინა, რომლის წონაც 3,3 კილოგრამი, ხოლო სიგრძე 52 სანტიმეტრია. რუსული მედიის ინფორმაციით, ბავშვის დაბადების შესახებ Twitter-ზე „ეხო მასკვის“ მთავარმა რედაქტორმა, ალექსეი ვენედიქტოვმა დაწერა.
საქართველოს ექსპრეზიდენტის შვილიშვილმა, შვილს ანდრია დაარქვა.
როგორც ვენედიქტოვი წერს, სოფო თავის ორსულობაზე თითქმის არსად საუბრობდა. 21 თებერვალს კი მან მონაწილეობა მიიღო იან იანოვსკის ბლოგში, სახელწოდებით „ვარ თუ არა კარგი დედა“ და სწორედ იქ გააკეთა მოულოდნელი აღიარება. შევარდნაძეს არანაირი დამატებითი დეტალი არ გაუმხელია.