გასულ წელს, ლუიზიანის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პროფესორმა თომას ბაერმა, ცნობილი მსახიობი ბრედ პიტი ქალაქ ახალი ორლეანის მერობის კანდიდატად დაასახელა.
დოქტორი თომას ბაერი, “Tulane”-ს უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ. ეს პიროვნება დარწმუნებულია, რომ ქალაქის თავის თანამდებობაზე პიტი საუკეთესო კანდიდატია.
მეცნიერმა ათამდე მიზეზიც კი ჩამოთვალა, რის გამოც ახალი ორლეანის მოქალაქეებმა მსახიობი მერად უპირობოდ უნდა აირჩიონ.
ამ მიზეზებში უმთავრესი შემდეგი ფაქტორი გახლდათ: “თუ ჩვენ მერად ბრედ პიტს ავირჩევთ, ახალი ორლეანის პირველი ლედი ანჯელინა ჯოლი გახდება.”
მაშინ პროფესორმა კიდევ ერთი მიზეზიც მოიყვანა: “ჟურნალისტები და რეკლამის მსურველნი თვითონ დაუწყებენ დევნას ჩვენს მერს, და არა პირიქით, როგორც წინათ ხდებოდა. ეს კი ნამდვილად სასიკეთოდ წაადგება ქალაქს.”
ერთი თვის წინ ამერიკულ მას-მედიას მსახიობის ერთ-ერთმა ახლობელმა აცნობა,რომ პიტი ამ წინადადებით სერიოზულად დაინტერესდა.
ცნობილი გახდა, რომ ბრედმა ახალი ორლეანის მერობის თანამდებობისთვის ბრძოლა გადაწყვიტა. ამ ქალაქში არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის ამ საპატიო თანამდებობაზე ანჯელინა ჯოლის მეუღლის შესაძლო კონკურენტების ვინაობა.
ადგილობრივი გამოცემების მტკიცებით, ბრედ პიტს მომავალ არჩევნებში „სუსტი“ კონკურენტები ეყოლება და სასურველ თანამდებობას იოლად დაიკავებს.