ჰარვარდის ერთ-ერთი წამყვანი ფსიქიატრი, პროფესორი ალან ჰობსონი კარგა ხანს სწავლობდა ეგრეთ წოდებულ სწრაფი ძილის ფაზას, როცა ჩვენ ახლოს ვართ გაღვიძებაათან.
ძილის სწორედ ამ პერიოდში ჩვენ ყველაზე ხშირად ვნახულობთ სიზმრებს.
დაკვირვების შედეგად ალან ჰობსონი მივიდა დასკვნამდე, რომ ძილი არ არის შეუგნებელი პროცესი, პირიქით, ბევრწილად გააზრებულია.
უფრო მეტიც, პროფესორი ირწმუნება, რომ სიზმრები ახალი დღისთვის გვამზადებს და გვაფრთხილებს ყოველგვარი საშიშროებისგან თავის დასაცავად.
ჰობსონის თეორიის თანახმად, ჩვენი სიზმრების უმეტესობა სავსეა შიშით, მღელვარებით და განგაშის შეგრძნებით.
მათში გათამაშებულია სიტუაციები, რომლებშიც მოულოდნელად შეიძლება აღმოვჩნდეთ. ამდაგვარად, ისინი გვამზადებენ მომავალი დღის განვითარების ყველაზე უარესი ვარიანტისთვის.
ამ დროს აქტიურდება თვითგადარჩენის ინსტინქტი და, გაღვიძებისას, ქვეშეცნეულად უკვე მზად ვართ, რომ შესაძლოა რაღაც უსიამოვნო მოხდეს.